გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ჭარაქაშვილი მაია
პ/ნ: 01030036691
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური: დაწყებითი, V კლასი
გაკვეთილის გეგმა: რევაზ ინანიშვილის ,,მუხა“
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს:
·
ახალი თემის შესახებ ვარაუდების გამოთქმა.
·
ტექსტის მხატვრულად კითხვა და გააზრება.
·
პერსონაჟების საქციელის შეფასება.
·
მსჯელობა არსებულ პრობლემაზე და მოსაზრების გამოთქმა.
·
ანალიზის გაკეთება.
#
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო(წთ)
|
1
|
გამოწვევის ფაზა
|
5წთ
|
|||
მასწავლებელი კითხულობს სიას;
მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ კლასში ქცევის წესები, მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებს.
|
ვერბალური მეთოდი
|
მთელი კლასი
|
ქცევის წესები
შეფასების რუბრიკა
|
||
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს მაპროვიცირებელ შეკითხვებს:
·
გინახავთ მუხა? როგორია ის? აღწერეთ.
|
ინტერაქციული მეთოდი
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
3წთ
|
|
2
|
შინაარსის რეალიზება
|
24წთ
|
|||
პედაგოგი ხსნის ახალ მასალას, მოსწავლეებს პროექტორით აჩვენებს რევაზ ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით მომზადებულ რესურსს- ელექტრონულ წიგნს, საუბრობს ტყის მნიშვნელობაზე, მის მშვენიერებაზე, ადამიანის დაუფიქრებელ ხასიათზე. ესაუბრება მოსწავლეებს, თუ რა სარგებლობა მოაქვს ტყეს.
ელწიგნის ყურების შემდეგ პედაგოგი მოსწავლეებს აკითხებს ტექსტს და უსვამს კითხვებს:
|
მინილექცია
|
მთელი კლასი
|
პროექტორი კომპიუტერი,
|
||
ტექსტის ახსნის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,
თავადაც წაიკითხონ ტექსტი და მოემზადონ წყვილებში მუშაობისთვის. მოსწავლეები ტექსტში პოულობენ არსებით სახელებს, ამოიწერენ, დააჯგუფებენ რიცხვის, ფუძისა და შესწავლილი კატეგორიების მიხედვით: ვინ ჯგუფის, რა ჯგუფის, სულიერი, უსულო, კონკრეტული აბსტრაქტული, ნივთიერებათა, საკუთარი, საზოგადო. შემდეგ დაფაზე არჩევენ გრამატიკულად რამდენიმეს (მაგალითად თოფი, მონადირე, ქუდი,) პედაგოგი განმავითარებელი კომენტარების სახით აფასებს მოსწავლეებს. ხარვეზებს ასწორებენ და ხმამაღლა მსჯელობენ.
|
წყვილებში მუშაობა
|
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, მე-5 კლასი
(ავტორები: ვ. როდონაია, მ. ხუციშვილი)
დაფა, ცარცი,რვეული, კალამი
|
|||
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს გაიხსენონ მსგავს თემაზე შექმნილი ლექსები ან მოთხრობა.
უნდა გაიხსენონ:
·
ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“- რა მოუტანა პატარა შვლის ნუკრს ადამიანის დაუნდობელმა საქციელმა?
·
ხე დარგე! - რა აუცილებლობას წარმოადგენს სამყაროსთვის, სულიერი არსებისთვის ხე, ტყე, წყალი, ჰაერი?
ლექსი „ტყე შეუნახე შვილებსა“ -რატომ მოგვმართავს პოეტი ასეთი ფრაზით? რას მოგვიწოდებს, რისი თქმა სურს ავტორს?
|
პარალელების გავლება
|
მთელი კლასი
|
|||
3
|
რეფლექსია
|
8წთ
|
|||
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილს აჯამებს კითხვების საშუალებით;
რა მითითებას მისცემდით ადამიანს, რომელიც არ უფიქრდება თავის
|
ინტერაქცია
|
მთელი კლასი
|
|||
საშინაო დავალება
|
|||||
შეეცადეთ ტექსტში შეიტანოთ ცვლილება ისე, რომ შეზარხოშებულ მონადირეებს ლამაზად დაანახოთ ბუნება, მისი მშვენიერება და გადააფიქრებინოთ მუხისთვის ტკივილის მიყენება.
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ახალი თემის შესახებ ვარაუდების გამოთქმას, პერსონაჟების ნიშან-თვისებების, მსგავსებისა და განსხვავების დახარისხებას, ჯგუფებში მუშაობას, მსჯელობა არსებულ პრობლემაზე და მოსაზრების გამოთქმას, გრამატიკული სავარჯიშოს შესრულებას
ეროვნული სასწავლო გეგმა
მიმართულება: ზეპირმეტყველება,კითხვა,წერა.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
·
ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს (ლექსს, ნოველას, მოთხრობას) და გამოხატავს საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;
ქართ. V. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება
·
განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
·
გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
ქართ. V. 15. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.
·
პრაქტიკულად იყენებს სახელთა შეწყობას ბრუნვებისა და რიცხვის მიხედვით.
შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან რუბრიკა)
ტესტი:
რუბრიკა:
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმი
კრიტერიუმი
|
დაბალი : 4-5
|
საშუალო: 6-7
|
კარგი: 8
|
საუკეთესო: 9-10
|
ტექსტის მხატვრული კითხვა
|
მოუწესრიგებელი, ქაოტურია, არ შეესაბამება შინარსს, არაორგანიზეულია
|
ნაწილობრივ მოწესრიგებულია,მეტ-ნაკლებად შეესაბამება, მასალა ნაკლებად სეესაბამება შინაარსს
|
ზოგადად შეესაბამება შინაარსს,მოწესრიგებულია
|
მასალა სრულად შეესაბამება შინაარსს, სრულყოფილად ორგანიზებულია
|
ტექსტის გააზრება
|
დასტურდება პლაგიატის ელემენტი
|
მინიმალურად, ნაწილობრივ ორიგინალურია
|
საკმაოდ,უმეტესად ორიგინალურია
|
მთლიანად ორიგინალურია
|
ნაწილებად დაყოფილი ტექსტიდან საკვანძო აზრის
პოვნა და ამოკითხვა
|
არ შეესაბამება საერთოს დავალების არც ერთ ნაწიში
|
ნაწილობრივ მიჰყვება ინსტრუქციას
|
უმეტესად, ზედაპირუად მიჰყვება ინსტრუქციას
|
ინსტრუქცია სრულადაა გათვალისწინებული, დავალება სრულადაა შესრულებული
|
ფრონტალური გამოკითხვისას აქტივობა
|
მიზანი არ არის მიღწეული
|
მიზანი ნაწილობრივაა მიღწეული
|
მიღწეულია გარკვეული მიზანი
|
ყველა მიზანი სრულყოფილად მიღწეული
|
სხვა რესურსები:
No comments:
Post a Comment